|
2018-04-18 13:14:04, 1669 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: მთელი სახელმწიფო მანქანა, ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად მუშაობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმწიფო უწყებები, იმის მაგივრად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებით არიან დაკავებულები. აბაშიშვილი “ქართულ ოცნებას” და “ევროპულ საქართველოს” შეწყალებით გამოსული რეციდივების სტატისტიკის გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიებმა სტატისტიკა არალეგალურად მოიპოვეს. “იმის ნაცვლად, როცა პრეზიდენტის მოწოდება იყო, მაქსიმალურად ყველა ჩართული ყოფილიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტზე. იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება. მე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან - არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული. ფაქტიურად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, თუ ვინმეს კიდევ ვერ წარმოუდგენია რა სურათთან გვაქვს საქმე, მე მგონი, გუშინ იყო ამ არაოფიციალური სტატისტიკის ლეგალურად გასაღების მცდელობა. ვიმეორებ, არავის არ მოუწოდებია ეს სტატისტიკა ჩვენთვის. პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა რას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ინფორმაცია ვიცით, საჭიროა ამის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება, რომ თურმე მკვლელობები ვინმეს სიურპრიზი ჰგონია და კიდევ გვიანონსებენ თუ რა იქნება. ჯობია სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ისეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)