07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 22:28:54, 2558 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: ვიღაცას ვიღაცის გარდაცვალებამ ახალი სიცოცხლე შესძინა მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.

როგორც აბაშიშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ამ ბრძოლაში ჩართული პირები  ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ  ტრაგიკულ შემთხვევას მათ სასარგებლოდ იყენებენ:

„ეს ის ხალხი არაა 7-8 წლის წინ რომ საუბროდნენ იმის შესახებ, რომ ციხეები პატიმრებით იყო სავსე?ამ ხალხის უმრავლესობა იმ სისტემებში მუშაობდა მაშინ,  რომელიც იყო სისტემური დანაშაულების შემოქმედი. 2 წლის პრეზიდენტმა 6 თვე ჩამოაკლო პატიმარს, რომელიც შემდგომ გამოვიდა. ამის  შემდგომ აწ გარდაცვლილმა რამდნეიმე საათით ადრე მიმართა პოლიციას, რომ ემუქრებოდნენ სიკვდილით და პოლიციამ ის ვერ დაიცვა. ახლა ვსაუბრობთ, რომ მკვლელობამდე 2 საათის წინ პილიციას რომ   მიმართა,  მან ვერ დაიცვა და თურმე მომხდარი  მარგველაშვილის 2 წლის წინანდელი გადაწყვეტილების ბრალია?

 მიუხედავად ამისა, მარგველაშვილმა აიღო თავის  თავზე და  გამოთქვა კონსულტაციების სურვილი, რათა ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს.პასუხად მივიღეთ, რომ სიურპრიზებია მოსალოდნელი და ვიღაცას ვიღაცის გარდაცვალებამ  ახალი სიცოხლე შესძინა მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გასამართად. პოლიტკოსები რომ ბედნიერები არიან მარგველაშვილის ლანძღვით და  ამ ტრაგედიას რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, ესაა უბედურება“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics