02:03 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 14:36:46, 1695 ნახვა

სამართალი
გახარია: მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების მომხრე ვერასდროს ვიქნებით

„ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არა ჰუმანური მიდგომა, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს.

„ერთმნიშვნელოვნად ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასდროს ვერ ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ჩვენ ეს პოზიცია გვექნება დაფიქსირებული ყველგან, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიდგომა რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევების ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილება. ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართვა არის რთული პროცესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics