|
2018-04-17 13:59:47, 1595 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი პრეზიდენტზე: პასუხისმგებლობისგან თავის არიდება უთავმოყვარეო საქციელია
„პასუხისმგებლობისგან თავის არიდება კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად ის ქმედება, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას. „არაადექვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე ეს არის ქართული ოცნების სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადექვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. სიცოცხლეს გამოასალმა 25 წლის ადამიანი. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ „ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს“. ,,საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა" და ,,ქართული ოცნების" მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)