|
2018-04-17 10:23:11, 1438 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტის მორიგი საერთაშორისო წარმატება
მსოფლიო საფოსტო კავშირის სათაო ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართულ EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სხდომაზე ჩატარდა ორგანიზაციის საბჭოს არჩევნები, კენჭისყრაში მსოფლიო საფოსტო კავშირის 180 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ, რომელსაც კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე წარმოადგენს. 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის რეორგანიზაციის და 2016 წლის საფოსტო ოპერაციების საბჭოში არჩევის შემდეგ, ეს საქართველოს ფოსტის და მისი მენეჯმენტისთვის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამარჯვებაა. EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა მსოფლიო საფოსტო კავშირის ქვეშ და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას საკუთარი სათათბირო ორგანოთი. EMS გაერთიანების საბჭოს ვალდებულებაა ორგანიზაციის პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, ასევე სტანდარტების და პროცედურების შემუშავება, რაც სავალდებულო შესასრულებელია ყველა წევრი ქვეყნისთვის. საბჭო პასუხისმგებელია სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტაციაზე. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა. EMS გაერთიანება მსოფლიო საფოსტო კავშირის ნაწილია, ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 190 ქვეყანას პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად პრემიუმ კლასის EMS მომსახურების ხარისხის მაჩვენებელი 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2017 წლის შეფასებით საქართველოს ფოსტა ევროპის საუკეთესო ათეულშია შესული. საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
(R)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)