|
2018-04-16 17:03:05, 2188 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის დღეს გამართულ შეხვედრაზე თიბისი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა. შეხვედრაზე, რომელზეც სასტარტო კაპიტალის რეფორმისა და ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს, ბანკებმა სამართლიანი თამაშის წესების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. როგორც ბანკის დირექტორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათივე თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრან. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელების შედეგად, შემცირდება რისკები და საპროცენტო განაკვეთები სესხებისთვის, რაც ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის. მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში. მამუკა ბახტაძის უწყებაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებაც იმსჯელეს. საბანკო სექტორის წარმნომადგენლების თქმით, ამ მიმართულებითაც კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც დადებით შედეგს გამოიღებს.
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორი კომპანია მეხუთედ დააჯარიმეს
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)