|
2018-04-16 15:48:47, 1892 ნახვა
ეკონომიკა
ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს!
„ვითიბი ბანკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ვითიბი საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით. ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია: „ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნით, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. დისკონტი 30 დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია.“
(R)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)