|
2018-04-16 15:31:24, 2365 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. აღნიშნულის მიზეზად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა დაასახელა, რომლისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესაც შეწყალების კომისიამ რამდენიმე თვის წინ სასჯელი შეუმცირა. „უაღრესად მძიმედ აღვიქვავთ ამ მოვლენას და იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, თუ რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომელიც სპეციფიურად ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობაში ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)