12:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 18:43:35, 1885 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, 12:00 საათიდან  იმართება.

„დღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. დედაენის ბაღში ძალიან სასიამოვნო გარემოა, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან მოსული. გამომცემლობებს წარმოდგენილი აქვთ თავიანთი წიგნები ქართული ანბანის შესახებ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას. საღამოს, დავით ევგენიძის ძალიან საინტერესო კონცერტი დაასრულებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაენის ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პარალელურად, გაიმართა  რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, რომელთა ავტორებმა საკუთარი წიგნებიდან  ამონარიდები წაიკითხეს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხელით ქართული ანბანი დაემზადებინა და 1920 წელს გამოცემული დედაენა მოეხატა.

დედაენის ძეგლთან ასევე, გაიმართა  ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.

ბაღში, იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამავე სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები განთავსდა. წარმოდგენილი იყო ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics