|
2018-04-14 18:40:24, 1621 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა რომელთაც სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. ასევე ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მედლითა და სპეციალური სიგელით საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი „მთავარის“ რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის - რადიო „ჰარა“-ს დირექტორი ესმა კოკოსკერია დაჯილდოვდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)