2018-04-14 14:08:07, 1590 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ ქემოკლიძემ სუს-ი დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დაიკავა.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იმუშავებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
ცნობისთვის, კახაბერ ქემოკლიძე ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ქართული დელეგაციის მთავარი მომლაპარაკებელი იყო.
ავტორი: ,