01:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 18:11:09, 397 ნახვა

საზოგადოება
15 ყოფილ პატიმარს „საირმეში“ ათდღიანი სამკურნალო კურსი ჩაუტარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 15  ბენეფიციარს  კურორტ „საირმეში“ ათდღიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსი ჩაუტარდა. ამით, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სერვისებში იგულისხმება როგორც ექიმთა კონსულტაციები, ისე სამკურნალო აბაზანები, ლაბორატორიული გამოკვლევები და მინერალური წყლით მკურნალობა, რომლებიც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას   ითვალისწინებს.

სამკურნალო წყლები კურორტზე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას, მათ შორის - თირკმლების პათოლოგიისას, ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების,  ღვიძლისა და ნაწლავების ანთებისას. სამკურნალო წყლებს ასევე ნერვული სისტემის, ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა და ორგანიზმის ენდოკრინული სისტემების მკურნალობისას იყენებენ. 

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრსა  და შპს „კურორტ საირმეს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჯამში 48 ბენეფიციარი ისარგებლებს.

შეთანხმების მიზანია, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ხელშეწყობა და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის უფასო გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, შპს „კურორტ საირმეს" ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში წვლილი შეიტანოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სრულყოფილად წარმართვაში, რაც ძალიან მისასალმებელია.

„კურორტის ხელმძღვანელობა ადასტურებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობას. ცენტრი პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.  

თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, შესაძლებლობების ფარგლებში, საკურორტო სეზონზე ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობასაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics