23:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 19:43:54, 1720 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს

„არიან დეპუტატები, რომელებმაც დაუშვეს შეცდომები. ამ შეცდომებზე  საუბარი მნიშვნელოვანია.  საჭიროა ყველაფრის შეფასება. ამის საფუძველზე, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ  არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც დაუშვეს შეცდომები, იმისათვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს", - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების საფუძველზე დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწერება წესები და უახლოეს დღეებში, ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია.

„რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, ჩვენს საერთო შეხვედრაზე მარტივად გადაწყდა, რომ უნდა დაიწეროს წესები. ამ წესებზე მიდის შეთანხმება და დასრულდება ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში. ამ წესებს ჩვენ, რა თქმა უნდა,  უმრავლესობის ფორმატშიც განვიხილავთ, და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა ძალიან კონსტრუქციულად და მშვიდად საპარლამენტო უმრავლესობაში.

წესები უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომელსაც წესით, დაწერა არც სჭირდება, თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები, სამწუხაროდ, არაერთგზის დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დავწეროთ.

კონკრეტული დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, რაც არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში აუცილებლად მოწესრიგდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics