23:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 19:39:58, 1700 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენ მოვახერხებთ კანონის მიღებას, რომელიც სამუდამოდ მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოთა გადატვირთულობის საკითხები იყო განხილული, ხოლო შემდეგი შეხვედრისთვის, კი უკვე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი.  

„დღეს განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და სასამართლოთაგადატვირთულობას.

როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთანდაკავშირებით, და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ ახლა, ამ ორი შეხვედრის საფუძველზე. შემდეგიშეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერწარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics