12:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 10:18:40, 1572 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა, სადაც ხე-ტყის  გადამამუშავებელი კომპანია „starwood”-ის ხელმძღვანელობს შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესუსრით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში,  კომპანია „starwood”-ი  საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებს, სადაც ძირითადად დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა.  მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.  სატყეო სააგენტო  761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით - 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით - 1,2 კბ.მ-ს ოდენობით. სოლომონ პავლიაშვილმა ბურსის სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics