2018-04-12 15:19:55, 2093 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
მსახიობი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დედის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. მსახიობის ოჯახის წევრებს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მსახიობ ლეილა აბაშიძის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, მსახიობი 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 14 თებერვალს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
ავტორი: ,