|
2018-04-12 15:01:39, 1563 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა" ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ გამარტივებული საბაჟო პროცედურების განვითარებას
საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" (BRI) თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს: პოლიტიკის კოორდინაციას, თანამშრომლობას, შეუფერხებელ ვაჭრობას, ფინანსური ინტეგრაციასა და ხალხთაშორის კავშირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის" დაცვა, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება, საყოველთაო მშვიდობიანობის შენარჩუნება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, თანასწორობა და საყოველთაო სარგებელი და მშვიდობიანი თანაცხოვრება, გარანტიაა იმისა, რომ BRI-ის ინიციატივა ყველა მონაწილე ქვეყანას უდიდეს სარგებელს მოუტანს. როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, BRI-ის ფარგლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება. მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო დინამიკის შესაბამისი ძლიერი სატრანსპორტო ქსელის განვითარებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები და საქართველომ ამ მიმართულებით წარმატებებს მიაღწია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამა, მიზნად ისახავს ინვესტიციებისთვის ფისკალური სივრცის შექმნას. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის გარეშე ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. დონორების მხრიდან დაფინანსება და შეღავათიანი სესხები ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტებია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IMF, WB, AIIB, ADB, KFW და EIB) ჩვენი პარტნიორია ამ მიზნის განხორციელებაში. „ჩვენი მიზანია აქამდე არარსებული კავშირების შექმნა და სანდო სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით მინდა ხაზი გავუსვა საერთაშორისო კომპანიების საბაზრო წვდომის გაუმჯობესებისთვის სატრანსპორტო მომსახურების ლიბერალიზაციისა და ასევე ვაჭრობისთვის ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული დაბრკოლების აღმოფხვრის მნიშვნელობას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გამარტივებული საბაჟო პროცედურები მთელი დერეფნის გასწვრივ, ისევე, როგორც მეტად ჰარმონიზებული კანონმდებლობა. ვფიქრობ, BRI ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)