|
2018-04-11 15:35:54, 1465 ნახვა
საზოგადოება
„არა „გაზპრომ მედიის“ შვილობილ NTV Plus-ს!“ - ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა
მოქალაქეები ქართულ ბაზარზე NTV Plus-ის შემოსვლას აპროტესტებენ. ინტერნეტში შესაბამისი პეტიცია გავრცელდა, სადაც ხელმომწერები კომპანიის ბაზარზე შემოსვლას ეწინააღმდეგებიან. "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ "გაზპრომ მედიის" შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს "გეოგრაფიული ექსპანსია" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია. იქედან გამომდინარე, რომ "ენ ტევე პლუსის" მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი არათუ არ განელდა, ახალ, საშიშ ეტაპზეა გადასული, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე აღნიშნულია სუს-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ასევე იმის გამო, რომ "გაზპრომი" შეტანილია აშშ-ის მიერ სანქციადადებული კომპანიების სიაში, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, გაითვალისწინონ ახალი რეალობები და გამოწვევები და გაუუქმონ რეგისტრაცია "ენ ტევე პლუსს", როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“,- ნათქვამია პეტიციაში. შეგახსენებთ, რომ რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“, რომელსაც НТВ-ПЛЮС-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა საქართველოში ლიცენზია უკვე მიიღო. რუსული კომპანია გეგმავს ქართველი მაყურებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას. პირველში 50-მდე არხი შევა, მეორეში კი 90-ზე მეტი. კომპანია წლის ბოლომდე 30 000 აბონენტის მოზიდვას აპირებს. კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება.
პეტიცია იხილეთ ბმულზე: https://manifest.ge/main/item/2083#.Ws3SN1WLmPY.facebook
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)