04:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:52:19, 1507 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

მინისტრის განცხადებით, ყველა დაინტერესებულ პირს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია შეუძლია იხილოს კალენდარში, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებშია განთავსებული.

"საქართველო ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. 100 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს, დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც დაარსებისთანავე თავის არსებობის მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და ევროპული მომავალი. 1918-1921 წლები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის იყო თავისუფლების სულისკვეთებით გამსჭვალული და სახელმწიფოებრივი რეფორმებით სანიმუშო მაგალითს წარმოადგენდა. თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის ეს არის ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე. ეს სიტყვები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რამსეი მაკდონალდს ეკუთვნის, რომელიც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად 1920 წელს სტრუმრობდა საქართველოს. მაშინდელი საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, უზრუნველყო ქალების აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს მშენებლობაში, მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში და ბევრი სხვა რეფორმა გაატარა. დღესაც ამ ფასეულობებს მიჰყვება. სწორედ ამიტომ მთავრობის სურვილია მთელმა ქვეყანამ ღირსეულად ვიზეიმოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი. საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების საზღვრებს გარეთ წარმოჩენა. ამ მიზნით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიები. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა იგეგმება. 

"მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საიუბილეო თარიღის აღსანიშნად საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები, უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებით განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. იგეგმება ასევე საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში. საქართველოს შესახებ გაიმართება მასშტაბური კონფერენციები - ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში. წამყვანი ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ამ თარიღს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი ღონისძიებებით გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, სადაც ასევე გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. ასევე იუნესკო უმასპინძლებს ელისო ბოლქვაძის და ანსამბლ ბასიანის ერთობლივ კონცერტს. მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს სტრასბურგიც. 26 მაისს ევროპის საბჭოში გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის მიხეილ მუშხელისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში გაიმართება 100-წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება და საფუძველი ჩაეყრება სამეცნიერო კულტურული ცენტრის საძირკველს.ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული ცენტრი. სხვადასხვა ქვეყნებში ქართული დიასპორისა და საელჩოების ჩართულობით 100-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება. 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება. ეს წელი მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც,რადგან ეს უწყება სწორედ 100 წლის წინ დაარსდა. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ ექსპოზიციას, რაც წარმოაჩენს ქართული დიპლომატიის ისტორიას", - აღნიშნა საგარეო მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics