07:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:51:18, 1580 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე იერუსალიმის მერს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა.

იერუსალიმის მერმა კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ქალაქებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობარი ისრაელის სახით და იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ორივე ქვეყნის ხალხს შორის ისტორიულად არსებობს. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართოს.

კახა კალაძემ იერუსალიმის მერს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით, იერუსალიმის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ თბილისში, ივნისში ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრით გააჩნია. ასევე, მათ შევთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics