|
2018-04-11 10:12:44, 1320 ნახვა
საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ მოსაზრებებს იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას წარუდგენს
იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დანიაში იმართება. ფორუმის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია და მას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან. მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს. მათ შორისაა ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები. კონფერენციის მიზანი სტრასბურგის სასამართლოს და მისი ეფექტურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამ საკითხზე საქართველოს ხედვას წარადგენს. სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მექანიზმის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სტრასბურგის სასამართლოში დაგროვილი საქმეების დროულად განხილვისათვის; განსახილველ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოქნილი მექანიზმის შემუშავება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა მარტივად და სწრაფად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებში დროულად ჩართვა; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის დახვეწა ევროპის საბჭოში, სახელმწიფოთა უკეთესი თანამშრომლობა ექსტრადიციის პროცესში იმ საქმეებზე, რომლებზეც დარღვევის გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ისაუბრებს იუსტიციის მინისტრი. კოპენჰაგენის კონფერენციის ფარგლებში იქნება მიღებული „კოპენჰაგენის დეკლარაცია", რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა. რეფორმირების პროცესი 2010 წელს ინტერლაკენში (შვეიცარია) დაიწყო და მას შემდეგ მაღალი დონის კონფერენციები რეფორმირების პროცესზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სტრასბურგის სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოების შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებების პატივისცემის საკითხი და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)