2018-04-11 09:57:32, 1431 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ისრაელს ეწვევა
11-12 აპრილს თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა.
მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე შეხვედრებს გამართავს იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკატთან და თელ-ავივის მერთან, რონ ჰულდაისთან.
მხარეები საქართველო-ისრაელის ურთიერთობების საკითხებს და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
(NS)
ავტორი: ,