00:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 16:36:32, 1791 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, ADGM-ის გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის,  Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა  და „ანაკლია სითის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო.

მემორანდუმი  მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

აბუ დაბის გლობალური ბაზარი (ADGM) არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ აბუ დაბიმ მოიზიდოს ფინანსური ინსტრუმენტები.

„ADGM-სთან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ზონაშია დაგროვილი. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი „ანაკლია სითისა" და აღნიშნულ ფინანსურ ცენტრს შორის, რათა მომავალში ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ADGM-ს გააჩნია, „ანაკლია სითის" გაუზიაროს"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა. ხელმოწერას ასევე ესწრებოდა ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics