19:04 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 16:14:10, 1777 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

არაბთა გაერთიანებული საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების ჯგუფთან „EMAAR Properties".

აღნიშნული გაერთიანება წარმოადგენს 6 სეგმენტში მომუშავე 60 კომპანიას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში საქმიანობენ. ამ ჯგუფის პროექტია ყველაზე მაღალი შენობა „ბურჯ ხალიფა," რომელიც ქალაქ დუბაიში მდებარეობს.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „EMAAR Properties"-ის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმზიდველობაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია - 2017 წელს საქართველომ  23 პროცენტით მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო შემოსავალმა 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა.

არაბული კომპანიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს საკურორტო ზონებში უძრავი ქონების პროექტებმა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებმა, ასევე მთავრობის მხრიდან რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმებმა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „EMAAR Properties"-ის სტენდი დაათვალიერა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი მოკლეს
ჰააკონ VIII ნორვეგიის მეფე გახდა
კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს - უფლებები საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics