2018-04-10 11:05:37, 1646 ნახვა
საზოგადოება
„რუსეთი კლავს“ - ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა მდუმარე აქცია გამართეს
9 აპრილს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდუმარე, სამგლოვიარო აქცია ლოზუნგით - „რუსეთი კლავს" გაიმართა.
აქციის მიზანი იყო, პატივი მიეგო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნითვის. ამასთან ერთად, გაეპროტესტებინა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
აქცია შვარცენბერგპლაცზე, რუსი ჯარისკაცის ძეგლთან გაიმართა.
ავტორი: ,