03:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 10:33:45, 1323 ნახვა

საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პეტრიწის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვალა.

მერიის ინფორმაციიით, პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

„რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება.

დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად ფარნავაზ მეფის გამზირსა და იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობაც.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics