17:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-09 21:18:55, 1690 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული, ჩვენ არ გაქვს პრობლემები

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედევან ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ  ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თავის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც შეაფასა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი, როდესაც საქმე ეხებოდა კვოტის საფუძველზე „ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი კანდიდატის  დამტკიცებას.

„ეს იყო მძიმე შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეაგირება",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განცხადებების გაკეთების დროს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა შეცდომები დაუშვა.

,არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც  შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, თუმცა მარტივად გადაჭრადი პრობლემაა.  ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან  და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდება",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები.

„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. ჩვენ არ გაქვს პრობლემები. საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, მცირე ინცინდენტები პრობლემას ზოგადად ვერ შექმნის. ჩვენთან პროცესები სწორადაა დაგეგმილი, არის კონკრეტული  წრე ადამიანების, რომლებიც განიხილავენ საკითხებს, მათ შორის, ეს არის მაგალითად, გარკვეული ფორმატი, რომელიც გვაქვს უმრავლესობაში, სადაც წარმოდგენილი არიან სპიკერატის წარმომადგენლები, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელები, ფრაქციების თავმჯდომარეები, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ლიდერი. არის სხვადასხვა ფორმატი, სადაც განიხილება საკითხები და სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ დისკუსიის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ჩვენ მთავარია განვიხილოთ პრინციპები და მე დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი დეპუტატები მომავალში ამ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics