17:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 18:49:54, 1820 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯაში: პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც შეურაცხყოფად მიიღო მის მიერ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის  კანდიდატ  ნინია კაკაბაძისთვის მხარის დაჭერა, პატიებას სთხოვს. ამის შესახებ ჯაში „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას... თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მომემართა.

20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს... მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა - იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის - რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდეგით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.

პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუ-დადებული თემის - სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი - ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი - საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ",-წერს მარიამ ჯაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics