01:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 13:23:29, 1429 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო უწყება მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მინდელის შახტაში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ასევე ვუსამძიმრებთ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მთავრობასა და ხალხს. ასევე ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს", - წერია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების  დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა  გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი  ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972  წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა   ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა  პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა  გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად,  გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics