|
2018-04-05 14:38:08, 1210 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო. აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგის შესრულების ნაწილში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ახალი საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღებისა და ჩაის პლანტაციების გაშენების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერისა და აგრო-სასურსათო ღონისძიებებში მონაწილოების საკითხებზე გაამახვილა. გარემოს დაცვის ნაწილში ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ წყლის, ტყის და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, ტყის მდგრადი განვითარების მიზნით ტყეების კატეგორიზაციის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს. ყურადღება გამახვილდა სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სოფლად წყალმომარაგების სისტემების აშენება/რეაბილიტაციის, ტურისტული ბილიკების მოწყობის, იუსტიციის სახლების მშენებლობის, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის, რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა საკითხებზე. ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა და მომავალში სოფლის განვითარების ინსტიტუციური მოწყობის პროექტის ფარგლებშიც მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)