|
2018-04-05 11:14:33, 1516 ნახვა
საზოგადოება
„საქნახშირი“: ტყიბულში ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას
ტყიბულში მაღაროელების გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპანია "საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს. „საქნახშირის“ ინფორმაციით, ნახშირმომპოვებელ უბანში სავარაუდოდ სამთო დარტყმა მოხდა, რამაც ქანების ჩამოშლა და ძლიერი ჰაერის დარტყმის გავრცელება გამოიწვია. "2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრამვული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. კომპანია ,,საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს.თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)