13:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 16:44:52, 1377 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება

გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციაში მონაწილეობს ხუთი დოკუმენტი.

„ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს ყველა ამ დოკუმენტის გაუქმებას და ამის სანაცვლოდ, ერთი დოკუმენტის წარდგენას ონლაინ რეჟიმში. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების,  საქონლის მიწოდების და  მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქონლის ტრანსპორტირებისას ცალკე სასაქონლო-ზედნადების გამოწერის ვალდებულება აღარ ექნება. ამასთან, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოიცავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი შეცვლის შემდეგი ტიპის საგადასახადო დოკუმენტებს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა, ნავთობპროდუქტის ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტადაც. გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა შეეძლება, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ისე დღგ-ის არა გადამხდელ პირს. დღგ-ის გადამხდელი პირისთვის აღნიშნული დოკუმენტი იქნება დღგ-ის ჩათვლის საშუალებაც.

„აღნიშნული რეფორმის შედეგად, ასევე, შემცირდება ბიზნესის მიერ საგადასახადო ადმინისტრირებისათვის დახარჯული დრო, ბიზნესისა და საგადასახადო ორგანიზებისთვის საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯი, ბიზნესის მიერ საგადასახადო ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასეთი ტიპის  სიმარტივეს შესთავაზებს გადასახადის გადამხდელებს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics