|
2018-04-04 16:29:53, 1383 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის თანამშრომლობა გრძელდება
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი“ თანამშრომლობას განაგრძობენ. მისი მიზანია ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. მათ შორის გათვალისწინებულია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთათვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობა; მხარეთა პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა. განახლებულ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები ითანამშრომლებენ, ასევე, დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების მიზნით. ცენტრებს თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. გასულ წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე მოსწავლეები/ბენეფიციარები ყოველწლიურად ისვენებდნენ ანაკლიის მომავლის ბანაკში. ამიერიდან, კი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზაფხულო ბანაკებით ის სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ აქტივობებში.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)