|
2018-04-04 16:02:39, 1343 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა - მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გააცნო პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მისი თქმით, 2017 წელი საქართველომ 5-პროცენტიანი რეალური ეკონომიკური ზრდით დაასრულა, ხოლო 2018 წლის თებერვალში - 5,5 პროცენტი, ხოლო პირველ ორ თვეში - 4,9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნეს, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური აქტივობაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს ეკონომიკური ვითარების მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის ბოლო შეფასების შესახებ. კერძოდ, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოგების გადასახადის რეფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. კერძოდ, 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონპროექტზე, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მიმდინარე ტენდენციები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მათი განვითარებისკენაა მიმართული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)