|
2015-01-18 17:35:57, 568 ნახვა
სხვადასხვა
შს სამინისტრო ”სოლიდარობის ფონდში” დონაციის კუთხით პირველ ადგილზეა
სასტუმრო Radisson Blu iveria-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო „სოლიდარობის ფონდში“ დონაციის კუთხით, 10 წამყვან უწყებაში პირველ ადგილზეა. შსს–ს თანამშრომლებმა ფონდში 43 150 ლარი გადარიცხეს. ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით შეხვედრაზე შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. დღევანდელ შეხვედრაზე „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა 24 საჯარო უწყებას - როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ. ამოქმედებიდან დღემდე, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ამასთანავე ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მიკრო-ფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში ხდება რეგულარულად დონაციების მობილიზება. არსებული დახმარებით, ფონდში საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)