|
2018-04-04 13:15:21, 1293 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ სააღდგომო შეთავაზება
„თეგეტა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას - „მოამზადე ავტომობილი ქალაქიდან გასასვლელად“. აქციის ფარგლებში მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით: სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის, ძრავში ზეთის დონის და საბურავების შემოწმების სერვისებით. ხოლო ელექტრო დიაგნოსტირების სერვისზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება, აქცია გაგრძელდება 7 აპრილის ჩათვლით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Macpower-ის აკუმულატორებზე სპეციალური აქციით და შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის აკუმულატორები 87 ლარიდან 1 წლიანი გარანტიით და ისარგებლოთ უფასო მიტანა-მონტაჟის სერვისით. „თეგეტა“ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს წინასწარი რეზერვაციის სერვისს. თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით, რომლის საშუალებითაც შეძლებთ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს, სწრაფი სერვისის ან სერვისების, მისაღებად. ამისათვის უნდა დარეკოთ „თეგეტას“ ქოლ ცენტრში (32) 226 44 44 და შეარჩიოთ სასურველი მომსახურება და ვიზიტის დრო. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 10 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
(R)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)