00:43 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:03:40, 1306 ნახვა

საზოგადოება
მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ

განათლებისა  და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ, მანდატურის სამსახურის  ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, ერთობლივად შემუშავებულ  ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ზოგადი განათლების შესახებ  საქართველოს კანონში  ცვლილებების პროექტი მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს. ასევე გულისხმობს  მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდას.

პროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება  სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე  ვიდეო კამერების დამონტაჟება. ასევე, იცვლება მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

„პროექტის  თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შსს-ს  და მანდატურის სამსახურს შორის  კოორდინაციის და ინფორმაციის  მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ ჯგუფების უკეთ იდენტიფირებას. სავალდებულო ხდება  სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეო  კამერების დამონტაჟება.ასევე ამ ცვლილების შედეგად,  მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიული, ან  უმაღლესი განათლება. უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების  პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციითვე, განათლების მინსიტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. სამომავლოდ, აკრძალული ნივთის არმოსაჩენად, მოსწავლეების მეტალოდეტექტორით დათვალიერება მოხდება:

„ პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად.პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსაწავლიას მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსაწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics