03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 11:34:26, 1485 ნახვა

სამართალი
სუს-ი: ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ სუს-ის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის უკანონო დაკავება მოჰყვა“, - ნათქვმაია ანგარიშში.

ამასთან, სუს-ის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

”2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს.

საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი გათავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics