|
2018-04-03 17:00:35, 1813 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: მნიშვნელოვანია პროგრამები, რომელთაც EBRD-ის მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს
მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელთაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს- ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდის 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღებაზე განაცხადა. მისის თქმით, კომპანიების 66%-ში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა „მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელთაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს. სტატისტიკით, ბენეფიციარი კომპანიების 84%-ს გაეზარდა ბრუნვა საშუალოდ 58%-ით, 72%-ს კი - პროდუქტიულობა. ამავე დროს, კომპანიების 66%-ში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო 10%-მა მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსები. ჯგუფის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. 15 წლის მანძილზე მან განახორციელა 1156 პროექტი ქვეყნის მთელი მასშტაბით, მათგან 44 პროცენტი - რეგიონებში“,- განაცხადა არველაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი ევროკავშირიდან მიღებული დაფინანსებით „ევროკავშირი ბიზნესისათვის" ინიციატივის ფარგლებში, ახორციელებს DCFTA-ის მოთხოვნებისადმი მცირე და საშუალო საწარმოების ადაპტირების პროგრამას, რომლის მიზანია ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლების და საექსპორტო პოტენციალის განვითარება. გენადი არველაძის თქმით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - თან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, აღსანიშნავია ერთობლივი ინიციატივა საკონსულტაციო სერვისების ექსპორტის პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საკითხებში. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პროგრამის ბენეფიციარი და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, აგრეთვე მრჩეველთა კომიტეტის წევრები და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლები. მიღებაზე DCFTA ადაპტირებისა და ქალი მეწარმეების პროგრამების მონაწილე 15 ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს გადაეცათ პროექტის დასრულების სერტიფიკატები.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)