11:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 16:04:34, 1410 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებმა სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი დაასრულეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებს, რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

სატრენინგო კურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და გადამზადება სპეციალურმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს. 

სატრენინგო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ გადასცა.  პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი შედეგები შეაჯამეს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში. 
 
ამავე ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი - დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების მსგავსად, იმუშავებენ ერთიანი სახელმძღვანელოთი, რომლის პრეზენტაციაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
 
შეხვედრას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.
 
ღონისძიების დასასრულს, კახაბერ გვანცელაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების მიმართულებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემაში თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია და სტანდარტები დროულად და ეფექტიანად დაინერგოს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics