|
2018-04-03 13:48:44, 1759 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე
ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდნტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდება და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის მოსახლეობას აძლევს. მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა, იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გუნდის წევრებთან ერთად შეძლებს დაამარცხოს საქართველოში არსებული „მაფია“. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, პენსია უნდა გახდეს 400 ლარი. „ჩვენ ამ მაფიას, მე მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს, წვრილმან და საშუალო ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები. მე ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც გაზარდა 11-ჯერ პენსია საქართველოში, ბევრად მეტად გავზრდიდი რომ დამცლოდა მაშინ. დღეს პენსიონერი ყველაზე მეტად არის განადგურებული, ვერ ყიდულობს წამლებს, იმიტომ რომ ესეც ივანიშვილმა იგდო ხელთ. 400 ლარიც ძალიან ცოტაა. მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის განათლება, მასწავლებლებს მუდმივად ვუზრდიდით ხელფასებს, არა ისე როგორც მე მინდოდა, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ იმავე დღეს შესაძლებელია მასწავლებლების ხელფასი გახდეს მინიმუმ 1000 ლარი. პოლიციელები - პოლიციელები არიან დღეს ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში, კრიმინალმა იმატა, მათ უფროსობა აძლევს უკანონო დავალებებს. პოლიციელის მინიმალური ხელფასი იმ რისკის გათვალისწინებით რომელიც აქვს ამ პროფესიას, მინიმალური ხელფასი პოლიციელის გახდება 2000 ლარი“ -აცხადებს სააკაშვილი. „მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოგმართოთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. "ამ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს თავისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში, საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და რამდენიმე ბანკის მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, ყველაფრის ხელში ჩაგდებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედქცევით“-აცხადებს სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხერხდება შეჩერდეს ქვეყნიდან ხალხის გადინება. სააკაშვილის განცხადებით, ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. „მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით,“- აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)