01:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 19:50:04, 426 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტუქტურული სამუშაოები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ  ხელვაჩაურში მიმდინარე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ თავდაპირველად  ხელვაჩაურში მდებარე სპორტ - კომპლექსი დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც  2013 წლის  მაისში დაიწყო.

„შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემები.  დაიგო ხის იატაკი, მოეწყო გასახდელები და საშხაპეები, მეორე სართულზე გაკეთდა აივნები მაყურებელთათვის. სპორტული დარბაზი გათვალისწინებულია კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის, ასევე ტანვარჯიშისათვის. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ აწარმოებდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 482 000 ლარი გამოიყო. ობიექტზე 30 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

სპორტსკოლის ინვენტარიზაციაზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ასევე გაეცნო სოფელ აჭარისწყლის საბავშვო ბაღის   მშენებლობის მეორე ეტაპის  მიმდინარეობას. პროექტის ღირებულებაა  343  937 ლარია.  2 სართულიანი კაპიტალური შენობა, 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი ამ სოფელს არასოდეს ქონია და მისი გახსნით ადგილობრივ მოსახლეობას სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები მოეხსნება. ობიექტის  სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ 20 ადგილობრივი დასაქმდება.სამუშაოებს  შ.პ.ს „ლადა“  აწარმოებს.

„პარალელურად მიმდინარეობს კირნათში და ჩიქუნეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა. ტენდერი არის გამოცხადებული მახინჯაურის, ფერიის, ქედქედისა და ახალსოფლის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე.

დღესვე  არჩილ ხაბაძე სოფელ თხილნარში და აგარაში წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ობიექტზე სამუშაოები 2014 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და  2015 წლის მაისის ბოლოს კი დასრულდება.  პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 777  550 ლარია გამოყოფილი. სარემონტო სამუშაებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარიამ ო.ბ 2006“ აწარმოებს. მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ  თხილნარის თემში  სასმელი წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics