|
2018-04-02 18:23:45, 1717 ნახვა
საზოგადოება
მაკა ასათიანი "რუსთავი2"-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
მაკა ასათიანი რუსთავი 2 -ის ეთერში კომპანია "მერსედესთან" დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც ასათიანის განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტი აგებული იყო ადამიანზე, რომელიც თაღლითობის, შანტაჟის და დოკუმენტების გაყალბების გზით, რამდენიმე წელია კომპანია “მერსედესის” (შპს „აკა“) წილის მითვისებას სცდილობს. მაკა ასათიანი განმარტავს, რომ სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა ცილისმწამებლური ინფორმაციის გაჟღერებისთვის ტელეკომპანიამ პასუხი აგოს. "გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა რუსთავი 2-მა პასუხი აგოს ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გაჟღერებისთვის!!! სრულიად აღშფოთებული ვარ, გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას ემსახურებოდა. სიუჟეტი აგებული იყო ადამიანზე, რომელიც თაღლითობის, შანტაჟის და დოკუმენტების გაყალბების გზით, რამდენიმე ათეული წელია ცდილობს მიითვისოს კომპანია “მერსედესის” (შპს „აკა“) წილი. არა ერთხელ გამიცხადებია, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თაღლითურად მითვისებული „მერსედესის“ წილის დაბრუნება, არა მხოლოდ ბიზნესის დაცვის, არამედ ღირსების საკითხია. გადაცემა “პოსკრიპტუმში” გასული სიუჟეტი იყო სრულიად მიკერძოებული და ცრუ ფრაზებით გამყარებული. ცალსახაა, რომ „რუსთავი 2“ ამ პროცესში მხარეა, ამას კი ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ და „მერსედესის“ ‘ვითომ’ მოწილეს დ. ძოწენიძეს საერთო ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მაინც არ ველოდი უშუალოდ ჟურნალისტებისგან დაუსაბუთებელი, ცრუ ინფორმაციის, ყოველგვარი გადამოწმებისა და ფაქტების გარეშე გაჟღერებას. მითუმეტეს, იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც ეჭვმიტანილია თაღლითობასა და გაყალბებაში. ამას ფაქტობრივად ადასტურებს სასამართლოც, რის საფუძველზეც უკვე 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს. აღარაფერს ვამბობ სრულიად აბსურდულ ბრალდებასა და უსუსურ მცდელობაზე, თითქოს ნათესაური კავშირებითა და მაესტროში მიმდინარე პროცესებით, მოეხდინათ კერძო სამართლებრივი დავის პოლიტიზირება. წინა ხელისუფლების პერიოდში როგორც ჩემი, ისე სხვა უამრავი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლის გამო, ჩემს მიმართ სამართლიანობის აღდგენას, საკუთარი ღირსებისა და ბიზნესის დაცვას უკვე წლებია დიდი მოთმინებით ველი. თუმცა, გუშინ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტი ძალა და მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ვიბრძოლო სამართლიანობის აღდგენისთვის და იმ ადამიანთა ჯგუფის უმკაცრესად დასჯისთვის, რომლებმაც თავის დროზე გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო და მოტყუებით მიითვისეს ჩემი ოჯახის კუთვნილი წილი „მერსედესში“. სახეზეა ამ ადამიანებისა და რუსთავი 2-ის მიზანმიმართული კამპანია, რათა ხელი შეუშალონ სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დააყენონ სამართლიანი განაჩენი. სწორედ ამ მიზნით, გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა „რუსთავი 2“-მა პასუხი აგოს, მის მიერ ტყუილზე აგებული, მიკერძოებული და ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო“,-აცხადებს მაკა ასათიანი.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)