|
2018-04-02 15:34:09, 1266 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება
„სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ომბუდსმენის განმარტებით, რიგ შემთხვევებში, სიძულვილის მოტივი საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა რჩება. „სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები მოიცავს რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობისას სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა ან შეწყდა; ასევე საქმეებს, რომელზეც გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დაწყებულა. სახალხო დამცველი ასევე შეისწავლის სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტებს ლგბტ+ თემის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ“,- ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, ომბუდსმენის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად, დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. „დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები იმგვარად, რომ შევიწროება, სექსუალური შევიწროება და უარი გონივრულ მისადაგებაზე გათვალისწინებული იყოს როგორც დისკრიმინაციის ფორმები“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით და არსებული სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად“. ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას ურჩევს და ასევე, პროკურატურას მოუწოდებს, რომ სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის დოკუმენტი, რომლითაც უწყება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში ხელმძღვანელობს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)