23:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 13:20:40, 1632 ნახვა

საზოგადოება
„ლგბტ თემი დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდება“ - ომბუდსმენის ანგარიში

„ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ომბუდსმენის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თემის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ რეაგირებას ერიდებიან.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული განწყობები ლგბტ თემის მიმართ. ომბუდსმენი განმარტავს, რომ რეალობიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლები ვერ სარგებლობენ საკუთარი უფელებებით და ეს აქეზებს მათ მიმართ ძალადობას.

ამის მაგალითად ნინო ლომჯარიამ 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში მომხდარი ფაქტი მოიყვანა, როდესაც სამართალდამცველემა თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დააკავეს. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას და ფართის დაქირავებისას აწყდებიან.

"ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, იმის მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ თემს, რაც, ძირითადად, განპირობებულია მათი გარეგნობით თუ ჩაცმის სტილით. 2017 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქცია შეზღუდული იყო დროსა და სივრცეში. კერძოდ, შეკრება მიმდინარეობდა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის პირობებში. სამართალდამცავებს გადაკეტილი ჰქონდათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა, ხოლო ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს უშვებდნენ. სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ამგვარი ღონისძიებების გატარება საზოგადოებაში არსებული მაღალი ჰომოფობიური ფონით არის განპირობებულია და აბრკოლებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის თავისუფალ გარემოში აღნიშვნას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების შემცირებას, ასევე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ყველა დაინტერესებული მხარის მიერ", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics