2018-04-01 13:58:30, 1378 ნახვა
საზოგადოება
ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა
ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშეს და საფრანგეთი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს.
საქართველოს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ფინალში 2015 წელს ითამაშეს, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის ქვეყნების ყველა წარმომადგენელი თამაშობდა. მათ ირლანდია და იტალია დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებმა 57:0 მოიგეს.
2016 წელს ფინალამდე რუმინეთს და პორტუგალიას სძლიეს, გადამწყვეტი მატჩი კი კვლავ ფრანგების იყო (42:0).
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ავტორი: ,