|
2018-03-31 11:45:36, 2703 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა
დღეს დილით, 11:05 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა, ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება - რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში ერთი კვირის წინ უკვე შესრულდა. დღეს კი მეორე რეისი, ულამაზესი ვროცლავის მიმართულება დაემატა. ეს არის რიგით მესამე ქალაქი პოლონეთის მიმართულებით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. მაისიდან ამ მიმართულებებს ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქებიც დაემატება, ძირითადად ევროპის ქვეყნების დედაქალაქები. სასიხარულოა, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე, ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მართლაც დიდია და ასევე, გაზრდილია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ქეთი ალექსიძემ. 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.
(NS)
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)