16:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:23:51, 2234 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიმართავს პარლამენტს და წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწისა და  დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის მიზნით.

კოალიცია პარლამენტს ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს:

„დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმა: ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია ცვლილება შევიდეს მისი დანიშვნა/გათავისუფლების წესში,  ასევე დაიხვეწოს ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და გასაჩივრების წესები. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის არჩევა/გათავისუფლება უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის არა უბრალო, არამედ ⅔-იანი უმრავლესობით, რაც ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების რეალურ გავლენას ინსპექტორის შერჩევა/გათავისუფლების პროცესზე;

ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო კანონით განისაზღვროს, ხოლო ინსპექტორს მისი აპარატის წევრთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილება თავად მიენიჭოს;

ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, შესაძლებელია ინსპექტორს თანანმდებობრივი შეზღუდვა დაუწესდეს და უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, გარკვეული გონივრული ვადით, მას არ მიეცეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა;

ინსპექტორს უნდა განესაზღვროს ინფორმაციის მოძიების სათანადო საშუალებები (გარკვეულ ელექტრონულ ბაზებზე წვდომა), რათა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გამოკვლევა ეფექტიანად და სრულყოფილად მოხდეს;

კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ მოკვლევის ეტაპზე დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს, საბჭოს თანხმობის გარეშე, პროკურატურისათვის მიმართვა შეეძლოს;

კანონით ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს ინსპექტორის მიერ საბჭოსათვის რეკომენდაციით მიმართვის შესაძლებლობა დისციპლინური დევნის დაწყების ან არ დაწყების თაობაზე;

მნიშვნელოვანია, ინსპექტორს კანონით განესაზღვროს ინფორმაციის სამ თვეში ერთხელ პროაქტიულად, ხოლო წლის ბოლოს ერთჯერადად გამოქვეყნების ვალდებულება, სადაც თავს მოიყრის  გადაცდომის საფუძვლებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართვის საფუძველზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია.

დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების რეფორმა: კანონით ნათლად უნდა განისაზღვროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნები და ფარგლები. მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინური სამართალწარმოება ვრცელდებოდეს მხოლოდ უხეშ და უპატიებელ პროფესიულ გადაცდომებზე და არ ეხებოდეს კანონის განსხვავებულ ინტერპრეტაციებსა და სასამართლო შეცდომებს;

ნათლად და ამომწურავად განისაზღვროს ეთიკის კოდექსის ის ნორმები, რომელთა დარღვევაც ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად;

დაკონკრეტდეს და დადგინდეს სტანდარტი რა მიიჩნევა „მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს", რადგან  ეს ფორმულირება იმდენად ზოგადია, რომ აჩენს პრაქტიკაში მისი შერჩევითად და ზედმეტად ფართოდ გამოყენების საფრთხეს;

დაკონკრეტდეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის რომელი ნორმები მიიჩნევა მოსამართლეთა მიერ დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული კანონი სრულად წარმოადგენს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს, რაც პრაქტიკაში მისი არაგანჭვრეტად გამოყენების საფრთხეს ქმნის;

მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ სათანადო პირისათვის ინფორმაციის შეუტყობინებლობა უნდა განისაზღვროს დისციპლინირების საფუძვლად დისციპლინური სამართალწარმოების კანონის მე-2 მუხლში“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics