06:51 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:06:53, 3775 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: ართვინში გამართული ანტიქართული ღონისძიებების გამო, თურქეთის ელჩმა საგარეო უწყებას ახსნა-განმარტებები მისცა

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის  ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ართვინში გამართული ანტიქართული ღონისძიებების გამო, თურქეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს   ახსნა - განმარტებები მისცა.

მჟავანაძის თქმით, 26 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,უფლებადამცველთა გაერთიანებას’’ წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია:

,, თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 22 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგინთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 7 მარტს ქ. ართვინის ე.წ. გათავისუფლების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს. ელჩის განცხადებით, უკვე მოხდა ოფიციალური ანკარას, ასევე ართვინის გუბერნიის ადგილობრივი თვითმართველობის ინფორმირებააღნიშნულთან დაკავშირებით. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთისთვის გასაგებია მოცემულ საკითხისადმი საქართველოს მხარის და საზოგადოების სენსიტიური დამოკიდებულება, მხარეები შეთანხმდენენ გაგრძელდეს ერთობლივი  მუშაობა ორი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მგრძობიარე საკითხებზე“

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, იმედი აქვს, თურქული მხარე სწორ დასკვნებს გამოიტანს მომხდარიდან კვლავაც არ გააგრძელებს ანტიქართულ და არამეგობრულ ქმედებებს.  

შეგახსენებთ, ნიკოლოზ მჟავანაძემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 7 მარტს თურქეთში, ართვინში,  ქართველი ოკუპანტებისგან ქალაქის გათავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics