10:47 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 15:39:27, 1702 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის დაფინანსებით ჟესტური ენის სწავლების პროექტი მიმდინარეობს

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი  საქართველოს ყრუთა კავშირის „ჟესტური ენის სწავლების პროექტის“ მიმდინარეობას გაეცნო.

თბილისის მერია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჟესტური ენის სწავლების პროექტს ყოველწლიურად 23 000 ლარით აფინანსებს. 

„ბოლო პერიოდში ჟესტური ენის სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირი წელიწადში 18 სურდო თარჯიმანს ამზადებს. უპირატესობა ენიჭებათ პირებს, რომელთაც ყავთ ყრუ ან სმენადაქვეითებული ნათესავი ან მეგობარი, ასევე, ექიმებს, ფსიქოლოგებს, გიდებს, სტუდენტებს და სოციალურ მუშაკებს. ერთი მსურველი წელიწადში მომზადების სამ დონეს გადის და საჭიროების შემთხვევაში,  სერტიფიკატს იღებს.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics